საოჯახო მშრომელთა საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა 2020 წელს.

ჯგუფის მიზანია გააძლიეროს და ხელი შეუწყოს საქართველოში მომუშავე საოჯახო მშრომელებს - ძიძებს, დამხმარეებსა და დამლაგებლებს.

ხელშეწყობა გულისხმობს:

- ქალების ინფორმირებას შრომითი უფლებების შესახებ;

- ადვოკატირებას საკანონმდებლო დონეზე;

- საგანმანათლებლო შეხვედრებსა;

- სხვა არაფორმალურ აქტივობებს.

პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში საინიციატივო ჯგუფმა ეკონომიკური მხარდაჭერა გაუწია არაფორმალურად დასაქმებულ საოჯახო მშრომელებს, ვინაიდან სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემა მათ ვერ ხედავდა.

ამ ეტაპზე გრძელდება თანამშრომლობა ქალებთან, რათა მიღწეული იქნას საბაზისო კეთილდღეობისთვის აუცილებელი ღირსეული შრომითი გარემო.

გარდა ამისა, ჯგუფი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დაინახოს და აღიაროს საოჯახო შრომა სხვა შრომის სფეროებთან თანაბრად.