საოჯახო მშრომელთა ორგანიზება: მსოფლიო გამოცდილება

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით საოჯახო მშრომელებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს შრომის პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, უამრავ ქვეყანაში ისინი კვლავ იბრძვიან ელემენტარული უფლებებისათვის. იქ, სადაც კანონები უკვე მიღებულია სფეროს დასარეგულირებლად, მაინც არსებობს პრობლემები. პრობლემები ეხება უსამართლო შრომით პრაქტიკას, დაბალ ხელფასებს, ხელფასის დაგვიანებას და ზოგჯერ ექსპლოატაციის უფრო მძიმე შემთხვევებსაც. საოჯახო მშრომელები დახურულ კარს მიღმა შრომობენ, რაც ართულებს მათ ბრძოლას და ხშირად მათ ძალა არ აქვთ რომ უარი თქვან ექსპლოატაციაზე. კანონების არსებობა პანაცეა არ არის და საოჯახო მშრომელთა გაერთიანებები კვლავ შეუცვლელ როლს ასრულებენ ამ კანონების დაცვისა და აღსრულების საქმეში. აღნიშნულ სტატიაში მიმოხილული იქნება ის ინოვაციური მიდგომები, რაც მშრომელებს დაეხმარათ გაერთიანების საქმეში, კოლექტიური ხელშეკრულებების დადებასა და სხვა ტიპის მოლაპარაკებების წარმოებისთვის.

 

პირველი ნაბიჯი არის კონტაქტების დამყარება მშორმელებთან. მშრომელთა გაერთიანებებმა არაერთ ტრატეგიას მიმართეს რომ გაეზარდათ უშუალო კავშირები საოჯახო მშრომელ ქალებთან. ეს იწყება მარტივად, საოჯახო მშრომელებისთვის საინფორმაციო მასალების დარიგებით იმ ადგილებში, სადაც ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს- საჯარო პარკებსა და სკვერებში, მაღაზიასა თუ ტრანსპორტში. ამ გზით ბოლივიაში არსებულმა საოჯახო მშრომელთა ეროვნულმა ფედერაციამ 9 600-მდე საოჯახო მშრომელს მიაწვდინა ხმა. ხოლო სამხრეთ აფრიკის საოჯახო სერვისისა და გაერთიანებული მშრომელების კავშირმა მოახერხა 25 000 ადამიაზე გასულიყო. მიგრანტი საოჯახო მშრომელების შემთხვევაში კი ეს შეიძლება მოხდეს რელიგიურ დაწესებულებებში, საერთო თავშეყრის ადგილებში და სხვა. იქ, სადაც საოჯახო მშრომელები კონცენტრირებულად ცხოვრობენ, კარდაკარის კამპანიაც კარგად მუშაობს. უცვლელია მედიიის როლი ამ საქმეში, რადგან საოჯახო მშრომელები ხშირად უსმენენ რადიოს ან ჩართული აქვთ ტელევიზორი სწორედ მუშაობის პროცესში.

 

არაერთი ორგანიზაცია ასევე ატარებს სოციალური ხასიათის ღონისძიებებს, სადაც მშრომელებს სთავაზობენ თავიანთი ინტერესის შესატყვის აქტივობებს, ეს შეიძლება იყოს სამედიცინო შემოწმება, ადვოკატთან გასაუბრება და სხვა. პროფკავშირული გაერთიანებები განსაკუთრებით აქტიურნი არიან სამართლებრივი დახმარების გაწევის სერვისში, ისინი უზრუნველყოფენ დასაქმებულის წარმომადგენლობას სასამართლოში.

 

საოჯახო მშრომელთა გაერთიანებებს სხვადასხვა ფორმა აქვთ, ზოგან ის კოოპერატივის სახეს იძენს, ზოგან კი ასოციაციისას. ფორმის შერჩევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, პროფკავშირების როლი და ძალა, ასევე თავად მშრომელების არჩევანი და სურვილები. ზოგან მშრომელები ძალიან პასიურობენ, რადგან დაკარგული აქვთ რწმენა შრომითი ხასიათის გაერთიანებების მიმართ. ყველაზე თვალსაჩინო და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე გაერთიანებები გვხვდება ბრაზილიაში, ურუგვაიში, ბოლივიასა და სამხრეთ აფრიკაში. ამ ქვეყნებში ათი ათასობით მშრომელია გაწევრიანებული საოჯახო მშრომელთა გაერთიანებებში. მეტიც, ხშირად რეგიონული კომიტეტებიც კი ყალიბდება მშრომელთა საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, რომელსაც თავისი არჩეული თავმჯდომარე ჰყავს. მეტად მნიშვნელოვანია პროფკავშირული გაერთიანებების როლი მშრომელთა მხარდაჭერის საქმეში, იდეალურ შემთხვევაში ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ სწავლებასა და ტრენინგს საოჯახო მშრომელებისთვის, აძლიერებდნენ მათ და ხელს უწყობდნენ ლიდერების წამოწევას.

 

როგორ შეუძლიათ საოჯახო მშრომელებს ისარგებლონ კოლექტიური ხელშეკრულების უფლებით? 

იმისათვის, რომ კოლექტიური ხელშეკრულებები დაიდოს, პირველ რიგში აუცილებელია რომ საოჯახო მშრომელები აღიარებული იყვნენ საკანონმდებლო დონეზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, კოლექტიური ხელშეკრულება გულისხმობს ერთ ან რამდენიმე მშრომელთა ორგანიზაციასა და ერთ ან რამდენიმე დასაქმებულთა ორგანიზაციას შორის მოლაპარაკებას, რომლის შედეგადაც დგინდება სამუშაო და დასაქმების პირობები, რეგულირდება შრომითი ურთიერთობები. 

 

იმისათვის, რომ საოჯახო მშრომელთა გაერთიანება ჩაერთოს კოლექტიურ მოლაპარაკებებში, საჭიროა რომ აღნიშნული გაერთიანება იყოს რეგისტრირებული და აღიარებული კანონის მიერ. ხშირად ამგვარი გაერთიანებები აფილირებული არიან პროფკავშირებთან. განსხვავებული ვითარებაა მეორე მხარეს - ბევრ ქვეყანაში არ არსებობს დამსაქმებელთა ასოციაციები, სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც ასეთი გაერთიანება ფუნქციონირებს, ესენია მაგალითად საფრანგეთი და იტალია. კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, როგორებიცაა სამუშაო დრო, მინიმალური ანაზღაურება, განაცდური ავადობის გამო, შვებულება და სხვა ვრცელდება მხოლოდ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არიან ხელმომწერნი და ფორმალური ნაწილნი ამგვარი კონტრაქტისა, შესაბამისად დიდია ალბათობა, რომ ეს ყველას ვერ მოიცავს. თუ მშრომელებსა და დამსაქმებლებს არ ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენელი ორგანიზაციები, ისინი კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და სარგებლის მიღმა აღმოჩნდებიან. 

 

საოჯახო მშრომელები ხშირ შემთხვევაში სამმხრივ ურთიერთობაში არიან შესული, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, ასევე შუამავალ ორგანიზაციებსაც, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოს. მესამე კი არის სახელმწიფო თავისთავდ. შუამავლები შეიძლება იყვნენ საჯარო ან კერძო ორგანიზაციები. ეს ყოველივე აყალიბებს კომპლექსურ შრომით ურთიერთობებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რამდენიმე კოლექტიურ ხელშეკრულებასთან. სწორედ კოლექტიური ხელშეკრულებითი ურთიერთობა გახდა წინაპირობა იმისა, რომ დასაქმებულთა ანაზღაურება მნიშვნელოვანწილად გაიზარდა აღნიშნულ სექტორში თუ არ ჩავთვლით ასევე სხვა დამატებით სარგებელსა და სოციალური დაცვის მექანიზმებს. იმ ქვეყნებში, სადაც დამსაქმებელთა ორგანიზაციები არ არსებობდა, მთავრობა მოქმედებდა იმგვარად, რომ დაეცვა დამსაქმებელთა ინტერესი. 

იქ, სადაც არსებული კანონმდებლობა კოლექტიური ხელშეკრულების პრინციპს არ მოიცავს , საოჯახო მშრომელებმა სხვა გზები გამონახეს კოლექტიური სტანდარტების დაწესებისთვის. პირველი: კოორდინირებული მოქმედებით მათ დააწესეს კოლექტიური სტანდარტი, რომელიც მკვიდრდება დასაქმების მომენტისთანავე, დასაქმების ადგილზე არსებული შუამავალის მეშვეობით. მეორე გზა კი გახლავთ სტანდარტების დაწესება სამეზობლოს, მუნიციპალიტეტის, საუბნო დონეზე. კოორდინირებული მოქმედების სანიმუშო მაგალითია ჰონგ-კონგის საოჯახო მშრომელთა გენერალური კავშირის მიერ გაწეული სამუშაო. კავშირი მთავრობისაგან იღებს დაფინანსებას რათა გადაამზადოს საოჯახო მშრომელები და ხელი შეუწყოს სფეროში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას. ტრენინგგავლილი საოჯახო მშრომელების ანაზღაურება ორჯერ და სამჯერ მაღალია მინიმალურ ხელფასთან შედარებით, ასევე მაღალია დამსაქმებელთა მხრიდან მოთხოვნა ამ ორგანიზაციის მიერ დატრენინგებული მშრომელებზე. იქ, სადაც დასაქმებულთა გაერთიანებები ძლიერი სწორედ ისინი კარნახობენ შუამავალ ორგანოებს ანუ დამსაქმებელ რგოლებს თუ როგორი სტანდარტები დააწესონ.

 

საბოლოო ჯამში უნდა ითქვას რომ:

·       საოჯახო მშრომელთა ორგანიზაციები აძლიერებენ საოჯახო მშრომელებს. მათი ორგანიზების სტრატეგიები წარმატებულია მაშინ, როცა ისინი პასუხობენ სპეციფიკურ საჭიროებებს, საოჯახო მშრომელთა მდგომარეობას, უზრუნველყოფენ აღნიშნული ჯგუფისათვის სამედიცინო და სამართლებრივ სერვისებს, სტაბილური შეხვედრების ადგილებსა და მონაწილეობითი ხასიათის სტრუქტურებს.

·       პროფავშირებს შეუძლიათ უზრუნველყონ საოჯახო მშრომელთა წამომადგენლობა თავიანთ გაერთიანებასა და ფედერაციებში საოჯახო მშრომელთა ორგანიზაციების წარმომადგენლის არჩევის გზით თავიანთ აღმასრულებელ ორგანოებში, ასევე მათი დატრენინგებით, სასამართლო დავებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფით და სხვა.

·       სახელმწიფოს შეუძლია შექმნას და დააწესოს პირობები კოლექტიური ხელშეკრულებების დასამკვიდრებლად, ხელი შეუწყოს საოჯახო მშრომელთა გაერთიანებების რეგისტრაციას. დამსაქმებელთათვის გაცემული სუბსიდიებით კი წაახალისოს ღირსეული შრომის პირობები საოჯახო სექტორში დასაქმებულებისათვის.

მონაკვეთები თარგმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკის დოკუმენტიდან: http://ilo.int/wcmsp5/groups/public/---ed_protect/---protrav/---travail/documents/publication/wcms_436279.pdf 

 

 

 

კომენტარები :

ჩვენ შესახებ

Nostrum ullam porro iusto. Fugit eveniet sapiente nobis nesciunt velit cum fuga doloremque dignissimos asperiores


შემოგვიერთდი facebook ზე