ვინ არიან საოჯახო მშრომელები?

საოჯახო მშრომელები მსოფლიოში არაფორმალური დასაქმების სექტორში სამუშაო ძალის მნიშვნელოვან წილს შეადგენენ და ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ არაფორმალურ სფეროში. ისინი ძირითადად კერძო ოჯახებში მუშაობენ, ხშირად დასაქმების პირობები ნათლად არ აქვთ გაწერილი, არ არიან რეგისტრირებული და შრომითი კანონმდებლობა მათ არ აღიარებს. დღესდღეობით მსოფლიოში 75.6 მილიონი საოჯახო მშრომელი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ კაცებიც არიან დასაქმებულნი აღნიშნულ სფეროში, როგორც მძღოლები ან მებაღეები მაგალითად - საოჯახო შრომა მკვეთრად ფემინური სექტორია: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით 76.2  %  ამ სექტორში ქალები მუშაობენ. მათი სამუშაო შეიძლება მოიცავდეს ბავშვის მოვლას, მოხუცის ან ავადმყოფის მოვლას, სახლის დალაგებას, საჭმლის მომზადებას, რეცხვას, მებაღეობას, სახლის ზედამხედველობას, მანქანის მართვას და ცხოველების მოვლას ოჯახში. საოჯახო მშრომელები ხანდახან რამდენიმე ოჯახში მუშაობენ. ზოგჯერ ისინი დამსაქმებელ ოჯახში რჩებიან ან მუდმივად ცხოვრობენ იქ. საოჯახო მშრომელებს ძირითადად აქვთ დაბალი ხელფასი, მუშაობენ დიდხანს, არ აქვთ დასვენების დღეები, ზოგჯერ კი დამსაქმებლისგან განიცდიან პირდაპირ ან არაპირდაპირი ხასიათის ჩაგვრას ან დამცირებას. საოჯახო შრომია ძირითადად  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ მიზნად ისახავს რომ დაიცვას საოჯახო მშრომელების უფლებები. იგი მსოფლიოს 31 ქვეყანაში არის რატიფიცირებული. აღნიშნული კონვენცია აწესებს შემდეგ საბაზისო პრინციპებს:

·       საბაზისო შრომის უფლებები

·       წერილობითი კონტრაქტი

·       საბაზისო სამუშაო პირობები

·       სამუშაო უსაფრთხოება და ჯანმრთელობა

·       სოციალური დაცვა

·       დამსაქმებლისთვის პირობების წამოყენება

ოჯახში დასაქმებულ ადამიანებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ცხოვრებაში, ეკონომიკაში და ისინი რეალურად უთავისუფლებენ დამსაქმებლებს დროს. ეს დრო კი მათ მიერ გამოიყენება მუშაობისთვის, დასვენებისთვის ან სხვა ნებისმიერი აქტივობისთვის. მაგრამ ისინი ვერ იღებენ შესაბამის ანაზღაურებას. მაგალითად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2021 წლის მონაცემებით საოჯახო მშრომელთა ხელფასი სხვა დასაქმებულების საშუალო ხელფასის ნახევარიც არ არის. საოჯახო შრომას შრომის სხვა სახეობებისგან განასხვავებს დასაქმების ადგილი, რომელიც კერძო ოჯახი ანუ შინამეურნეობაა. ეს არც ფაბრიკაა, არც სკოლა  და არც სუპერმარკეტების ქსელი, რომელთა უკან ერთი კონკრეტული სამეწარმეო სუბიექტი დგას. შესაბამისად, მშრომელთა ორგანიზებისა და კოლექტიური მოქმედების პოტენციალი სხვა ჭრილშია დასანახი და ის მეტად მრავალფეროვან ძალისხმევას მოითხოვს. ის ფაქტი, რომ საოჯახო შრომა კარს მიღმა, ხშირად ფარულად სრულდება ართულებს პრობლემების აშკარად დანახვას, ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვებას, სახელმწიფო პოლიტიკის შესვლას ამ კარს შიგნით. თუმცაღა, იქამდე სანამ სახელმწიფო პოლიტიკა და კანონმდებლობა საოჯახო შრომას დაარეგულირებს მნიშვნელოვანია თავად მშრომელთა ინფორმირებულობა და მონდომების, მოტივაციის გაჩენა უკეთესი და ღირსეული შრომის პირობების მისაღწევად

კომენტარები :

ჩვენ შესახებ

Nostrum ullam porro iusto. Fugit eveniet sapiente nobis nesciunt velit cum fuga doloremque dignissimos asperiores


შემოგვიერთდი facebook ზე